პროექტი

1. პროექტის სახელწოდება;
დიაგრამა

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით;
ბავშვებში შემოქმედებითი და დამოუკიდებელი საინფორმაციო კულტურის ჩამოყალიბება.
სხვადასხვა სახის დიაგრამების შედგენა  და მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში. 

3. პროექტის აქტუალობა;
ეხმარება ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში. ბავშვები ახდენენ შეგროვილი მასალის ანალიზს. ხდება თანამშრომლობითი კულტურის ფორმირება.


4. პროექტის მიზნები;
ა) სასწავლო მიზნები: წარმოადგენენ რიცხვით ინფორმასციას დიაგრამის სახით, კითხულობენ დიაგრამას;
ბ) განმავითარებელი მიზნები: ბავშვებში შემოქმედებითი და დამოუკიდებელი საინფორმაციო კულტურის ჩამოყალიბება;
გ) აღმზრდელობითი მიზნები: სოციალური, თანამშრომლობითი კულტურის ფორმირება.

5. მონაწილეთა ასაკი;
11 წელი

6. ვადები/ხანგრძშლივობა;
ორი კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები; რაც შეიძლება შეიქმნას;
პრეზენტაციების შექმნა, ბუკლეტების დამზადება, ინტერნეტგამოკითხვა სოციალური ქსელით, გუგლის გამოყენებით. საინფორმაციო რესურსების შექმნა Online-ში.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;;
პრეზენტაციები სხვადასხვა ფორმატის ქაღალდებზე და Power Point-ში, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);
ა) პროექტის თემის შერჩევა;
ბ) მოსწავლეთათვის დავალების შერჩევა;
გ) ფუნქციების განაწილება; ( ინფორმაციის შემგროვებელი, ინტერვიუერი, პრეზენტაციის წერილობით გამფორმებელი, პრეზენტაციიც მხატვრულად გამმფორმებელი, პრეზენტატორი)
დ) ინფორმაციის შეგროვება;
ე) ინფორმაციის დამუშავება;
ვ) ინფორმაციის ანალიზი;
ზ) პრეზენტაცია.

10. საგნებან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
მათ.V.12.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ცალსახა შესაბამისობის მითითებული წესით ქმნის პიქტოგრამას, რომლის ერთი სიმბოლო  შეესაბამება რამდენიმე მონაცემს;
·      ქმნის მარტივ ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემისთვის (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს);
·      კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით ქმნის სვეტოვან დიაგრამას უჯრებიან ფურცელზე (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტების რაოდენობას და აფერადებს უჯრებიანი ფურცლის შესაბამისი სიგრძის ზოლებს).
მათ.V.13.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს მონაცემების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამის სახით (მაგალითად, ნაყინის რამდენი განსხვავებული სახეობა უნდა ვიყიდოთ კლასის ზეიმისთვის?  თითოეული სახეობის რამდენი ნაყინი? ნაყინის რომელი სახეობა უყვარს უფრო მეტ ჩვენს თანაკლასელს –შოკოლადის თუ მარწყვის? ნაყინის რომელი სახეობაა ყველაზე პოპულარული ჩვენი კლასელებისთვის? გოგონებისთვის? ვაჟებისთვის? რატომ?);
·      ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და წარმოაჩენს თვისბრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (თვისბრიობა უკავშირდება ჯგუფში მონაცემთა გვარობას/ტიპს, მონაცემთა გამეორებადობას, პოზიციას და თანმიმდევრობას, გამორჩეულ მონაცემებს);

·      გამოთქვამს ვარაუდს მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, გამოკითხვის “ვინ რა გადაადგილების საშუალებას იყენებს სკოლაში მისასვლელად” შედეგების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, დაახლოებით რამდენი ბავშვი ცხოვრობს სკოლასთან ახლოს).
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი);
მარინე ფირცხალაიშვილი 

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
pirc.mari3005@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი.
https://ict-marina.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий