среда, 18 июля 2018 г.

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცეში" გავიარეთ 4 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით.
აღმოვაჩინე  ჩემთვის ბევრი საიტერესო ინფორმაცია. სასარგებლო იყო გუგლში მუშაობა. თავიდან ჩემთვის იყო რთული, მაგრამ მე-2, მე-3 ტრენინგის შემდეგ, როცა ჩვენმა ტრენერმა ძალიან მისახვედრად აგვიხსნა და  შეგვასრულებინა პრაქტიკული დავალებები: პერსონალური ბლოგის შექმნა; რესურსების შექმნა; ბლოგზე დოკუმენტების ატვირთვა; ვიდეოების და სურათების ატვირთვა, მივხვდი რომ ახალ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ასევე ვისწავლე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერნეტ რესურსების მიბმა ბლოგზე.
ჩემთვის ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შევეცდები მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს და მათთან ერთად შევქმნათ ინტერნეტპროდუქტები, ვიმუშავოთ ტესტებზე და პრეზენტაციებზე Online რეჟიმში. სახალისო გავხადოთ გაკვეთილები.





დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის!!!